Top
ონლაინ დახმარება

 

ჯვარის მე-4 საჯარო სკოლაში სამსახურის სერვისებს გაეცნენ

13 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ჩხორიცხყუსა და წალენჯიხის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ნინო ხარჩილავა შეხვდა  ქალაქ ჯვარის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

ნიო ხარჩილავამ მოზარდებს მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ბავშვთა უფლებების, ბულინგის, ტოლერანტობა/თანასწორუფლებიანობის, დისკრიმინაციის საკითხებზე, ხოლო მასწავლებლებს კი გაესაუბრა ქალთა უფლებები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამართლკებრივ საკითხებზეც.

შეხვედრა მოზარდების აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა. მასწავლებლებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.