Top
ონლაინ დახმარება

 

ახალქალაქში ჩატარდა შეხვედრა ახალგაზრდა გოგონებთან

14 ნოემბერს ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით პროექტის „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) ფარგლებში გაიმართა შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელთან, ინგა გვარამაძესთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე ახალგაზრდა გოგონები. 

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მონაწილეებს უკეთ გაეცნოთ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა, ასევე მიეღოთ ინფორმაცია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შემთხვევებში არსებული სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით ჩატარდა — მონაწილეებმა აქტიურად ისაუბრეს ქალთა უფლებებსა და სამართლებრივ პროცედურებზე, გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები და დაუსვეს კითხვები.

პროექტი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და ხორციელდება მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ, ხოლო ახალქალაქში მას ახორციელებს ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი LAG.