2025 წლის 27 ნოემბერს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გიორგი ჯეირანაშვილი და კონსულტანტი ნინო მასურაშვილი ესტუმრნენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ფერმას, ხიდისყურსა და მიქელწყაროს, რომლებიც ძირითადად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლებია.იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანიის
ფარგლებში, ადვოკატებმა ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს აღნიშნული სოფლების მოსახლეობას, მიაწოდეს ინფრომაცია უფასო სამართლებრივი დახმარების პირობების და ჩვენი სამსახურის სერვისების შესახებ.
საკონსულტაციო კამპანია შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარეობს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონულტაციო ცენტრის გამოყენებით, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით.
