Top
ონლაინ დახმარება

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში შეხვედრა ჩატარდა

2025 წლის 28 ნოემბერს, მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ცირა გამცემლიძემ და კონსულტანტმა ირინე ბარბაქაძემ შეხვედრა გამართეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან. 

შეხვედრა ჩატარდა ქალთა მმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში. შესაბამისად, ადვოკატებმა  შეკრებილ საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია  იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დაცვის  მიმართულებით ახორციელებს.  ასევე ისაუბრეს საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის შესახებ და იურიდიული დახმარების სამსახურის როლზე აღნიშნულ სისტემაში. 

გარდა ამისა,  ყურადღება დაეთმო  საკითხებს, რომელიც შეხვედრაში მონაწილე პირებს აინტერსებდათ.  აგრეთვე, ეცნობათ ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე. 

შეხვედრის დასასრულს დარიგდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.