Top
ონლაინ დახმარება

 

ტრენინგი ლტოლვილთა სამართლებრივი დაცვის საკითხებში

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები და კონსულტანტები ესწრებიან ლტოლვილთა სამართლებრივი დაცვის საკითხებზე ორგანიზებულ ერთდღიან ტრენინგს, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით ტარდება. სწავლებას UNHCR-ის, საქართველოს გაეროს ასოციაციის და დევნილთა სამინისტროს ექსპერტები უძღვებიან.

ტრენინგი გახსნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სამსახურისათვის დაკისრებულ ახალ ვალდებულებაზე. კერძოდ, 2016 წლის 1 იანვრიდან იურიდიული დახმარების სამსახურს დაევალა სასამართლოში წარმომადგენლობის გაწევა იმ უცხოელებისათვის, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან აქვთ დავა თავშესაფრის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება–შეწყვეტის საკითხებზე. ეს ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო. UNHCR კი ხელს უწყობს ადვოკატთა პროფესიულ გადამზადებას.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გააცნობიან ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას, რომელიც თავშესაფრის და ლტოლვილის სტატუსის მინიჭება–შეწყვეტის საკითხებს არეგულირებს. განიხილება ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის ძირითადი პრინციპები, საქართველოში არსებული პრაქტიკა და გამოწვევები.