Top
ონლაინ დახმარება

 

ხულოში გაიმართა შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

15 ნოემბერს, აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების თანამშრომლებს შეხვედნენ და იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოციალურ დავებთან დაკავშირებული საკითხები, რაც იურიდიული დახმარების ბენეფიციართათვის ერთ–ერთ აქტუალურ თემას წარმოადგენს.

იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატები მთელი წლის განმავლობაში მართავენ საინფორმაციო შეხვედრებს  სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებთან, რათა, მათი ცნობიერების ამაღლებით და ჩართულობით, შესაძლებელი გახდეს სამართლებრივი პრობლემების მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გადამისამართება იურიდიული დახმარების ბიუროებში.

წლის განმავლობაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს 30–მდე რაიონულ განყოფილებაში.