Top
ონლაინ დახმარება

 

უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა შორის მოქალაქეთა ეფექტური გადამისამართების საკითხებზე დისკუსია გაიმართა

როგორ უნდა მოხდეს უფასო იურიდიული დახმარების მომწოდებელთა შორის მოქალაქეთა სწორი და ეფექტური გადამისამართება - ამ თემაზე იმსჯელეს უფასო იურიდიული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მრგვალ მაგიდაზე, რომელიც გაიმართა სასტუმრო თბილისი მარიოტში 2016 წლის 6 დეკემბერს. 

ღონისძიებაში იურიდიული დახმარების სამსახური და უფასო იურიდიული დახმარების განმახორციელებელი 18 ორგანიზაცია მონაწილეობდა; ღონისძიების მონაწილეები გაეცვნენ ეფექტური გადამისამართების პრინციპებს, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, კონტაქტები და დასახეს თანამშრომლობის გზები.

ღონისძიება ჩატარდა  გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის – „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.