Top
ონლაინ დახმარება

 

ფოთის მე-5 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა

28 ნოემბერს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები: ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა,ადვოკატი ზაზა კვირკველია და კონსულტანტი სალომე ჯანჯღავა შეხვდნენ ქალაქ ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის #N5 საჯარო სკოლის IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეებს, შეხვედრის ინიციატორი იყო აღნიშნული სკოლის ადმინისტრაცია. ბიუროს უფროსმა არასრულწლოვნებს, მასწავლებელებსა და მშობლებს მიაწოდა ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმებზე, და სამსახურის სერვისებზე, ხოლო ადვოკატმა ზაზა კვირკველიამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე "არასრულწლოვანი და მართლმსაჯულება“.

მოსწავლეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში, ასევე ბავშვთა ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ნაადრევ ქორწინებაზე, არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის დაუშვებლობაზე. ასევე შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც ჩართული იყო კონსულტანტი სალომე ჯანჯღავა.