Top
ონლაინ დახმარება

 

იურისტები თბილისის 169-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ

9 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები  თბილისის N 169 სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. 

იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტმა მაია ნოზაძემ ბავშვებს გააცნო სამსახურის სერვისები და პროექტები. ასევე ისაუბრა თემებზე: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ,  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. 

სამსახურის ფსიქოლოგებმა - თამარ სიმონიამ, ქეთევან ჯაყელმა და ნინო ჩაჩავამ ისაუბრეს ზემოაღნიშნულ საკითხებზე ფსიქოლოგიურ ჭრილში. ასევე გამოიყენეს ინტერაქციული მეთოდი და ბავშვებთან ერთად განიხილეს რამდენიმე ქეისი. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გამოთქვეს თავინთი მოსაზრებები.

ღონისძიება ჩატარდა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „იცოდე შენი უფლება 18 წლამდე“-ს ფარგლებში.