Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ჩატარებული იმიტირებულ სასამართლოში მოსწავლეები მონაწილეობდნენ

14 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, თბილისის 32-ე და 139-ე სკოლის მოსწავლეები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ესტუმრნენ. ბავშვებმა დაათვალიერეს სასამართლოს ისტორიული შენობა. შემდგომ კი დაესწრნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მიერ ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესს, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა, ხოლო მოსწავლეები ნაფიც მსაჯულთა როლს ასრულებდნენ. 

ბავშვებმა ინტერესით განიხილეს ყველა მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიციები და შესაბამისი ვერდიქტიც გამოიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ჩატარდა იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტის "ვაციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში.