Top
ონლაინ დახმარება

 

თბილისის N 169-ე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში გრძელდება საინტერესო ინიციატივების განხორციელება. 

10 აპრილს შეხვედრა გაიმართა თბილისის N 169-ე სკოლის მოსწავლეებთან. იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ ბავშვებთან ისაუბრა ტრეფიკინგზე და სამართლებრივ კულტურაზე. 

სამსახურის ფსიქოლოგებმა - ქეთევან ჯაყელმა, ნინი აშვეთიამ და ნინო ჩაჩავამ ისაუბრეს ზემოაღნიშნულ საკითხებზე ფსიქოლოგიურ ჭრილში. ასევე გამოიყენეს ინტერაქციული მეთოდი და ბავშვებთან ერთად განიხილეს რამდენიმე სამართლებრივი ქეისი.

 მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ საკითხების განხილვაში და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.