Top
ონლაინ დახმარება

 

2022 წლის ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში წარადგინეს

26 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ 2022 წლის ანგარიში წარუდგინა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს. იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა. ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას ყველა იმ რეფორმისა და აქტივობების შესახებ, რაც სამსახურში 2022 წელს განხორციელდა.

დავით სიმონიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იურიდიული დახმარების სამსახურში ხარისხის უზრუნველყოფის ახალი მექანიზმები დაინერგა, რომელიც ამ მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯია. გარდა ამისა, საქართველოში პირველად, იურიდიული კონსულტაციისა და სამართლებრივი დოკუმენტის მომზადების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკა დაინერგა. აქტიურად მიმდინარეობს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება."

"ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ცვლილებებთან ერთად, პარალელურად ვითარდებოდეს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერება. სწორედ ამ მიზნით, სამსახური აქტიურად ატარებდა მოსახლეობასთან შეხვედრებს, მათ შორის, ისეთ რეგიონებში, სადაც სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს“,- განაცხადა დავით სიმონიამ.