მიმდინარე წლის 16 მაისს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლეხაინდრაოსა და ბანძაში, ადვოკატმა დავით გოგუამ, კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ და სპეციალისტმა მაგდა სიორდიამ სოფლების მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ასევე, წარადგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი. შეხვედრებს ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჯანაშია.
სოფელ ბანძაში გაიმართა შეხვედრა დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან, რომლესაც მიეწოდათ ინფორმაცია კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ; საკუთრებისა და მეწარმეობის სამართლებრივ საკითხებზე, "დამცავ" და "შემაკავებელ" ორდენებზე, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე.
საერთო შეხვედრის შემდეგ მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს გაუწიეს ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე.