Top
ონლაინ დახმარება

 

ჩატარდა შეხვედრა თბილისის #64 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

მიმდინარე წლის 3 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “გენდერული თანასწორობა საქართველოსთვის“ ფარგლებში თბილისის #64 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდა შეხვედრა. 

სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს შემდეგი თემები: ბავშვის უფლებები, ქალთა უფლებები, ბულინგის სახეები და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა. 

შეხვედრა წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით. სკოლის მოსწავლეებს გავაცანით იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ჩვენი სერვისები და მიმდინარე პროექტები.