Top
ონლაინ დახმარება

 

ზუგდიდის ბიუროს ადვოკატმა ნათია ქვარცხავამ სოციალურად დაუცველ პირს ბინა შეუნარჩუნა.

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს მიმართა სოციალურად დაუცველმა ს.გ.-მ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დედა და მხარდაჭერის მიმღები პირია. საზოგადოებრივმა ადვოკატმა ნათია ქვარცხავამ გაარკვია, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს გარკვეული თანხის მიღების მიზნით, ბენეფიციარმა ნ.ვ.-სთან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზე არამარტო, ს.გ, არამედ მისი შვილი და ოჯახის წევრები უძრავი ქონებაზე თავიანთ უფლებებს კარგავდნენ. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა ბენეფიციარ ს.გ-ს მხარდამჭერი გ.კ.-ც. 

ადვოკატმა ნათია ქვარცხავამ მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მით უმეტეს, რომ მისი გაფორმების შემდეგ ბენეფიციარ ს.გ.ს არანაირი თანხა  არ მიუღია ე. წ. "მყიდველისაგან".

 ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა, ხოლო მოქალაქე ნ. ვ. -ს იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა თანხის გადახდა. 

ვულოცავთ ნათია ქვარცხავას და წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ საქმიანობაში.