Top
ონლაინ დახმარება

 

მცხეთის ბიურომ შრომითი დავა მოიგო

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ნათია ბერძენიშვილმა შრომითი დავის საქმეში სარჩელი მოუმზადდა და შემდგომ სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობა გაუწია მოქალაქე  რ.შ.-ს, რომელიც 6 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ბუნებრივი გაზის მიმწოდებელ ერთ-ერთ კომპანიაში. 2023 წელს მისი და მეწყვილის მორიგეობისას გაზგაყვანილობის ქსელში მოხდა ავარიული გათიშვა, აღნიშნულმა ინფორმაციამ რ. შ.-მდე გვიან მიაღწია, რადგან მის მეწყვილეს სამუშაო ადგილი გაუფრთხილებლად ჰქონდა დატოვებული  და თან წაღებული ჰქონდა ტელეფონები, სადაც შემოდიოდა შეტყობინებები ავარიის შესახებ. რ. შ-მ გაზის ჩართვა ერთი საათით დაგვიანებით, მას შემდეგ მოახერხა, როდესაც მისი მეწყვილე სამუშაო ადგილზე დაბრუნდა. ამ ფაქტის გამო იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს ისე, რომ არ ჩააბარეს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, მხოლოდ დასაქმებულის არაერთი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა ზემოხსნებული ბრძანების ჩაბარება,  ადვოკატმა ნათია ბერძენიშვილმა მიმართა სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა  სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობა, რ. შ-ს სამსახურში აღდგენა იმავე პოზიციაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. 

დაცვის მხარის ინიციატივით, პროცესზე დაიკითნენ საქმისათვის მნიშვნელოვანი მოწმეები, წარდგენილი იქნა მტკიცეულებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ კომპანიამ დასაქმებულის უფლებები უხეშად დაარღვია, საბოლოოდ, სასამართლო მიიჩნია, რომ ადვოკატ ნათია ბერძენიშვილის მიერ მომზადებული სარჩელი არის საფუძვლიანი და დააკმაყოფილა ნაწილობრივ: კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, თუმცა, იმის გამო, რომ გადაწყვეტილების მიღებისთვის უკვე აღარ იყო აღნიშნული პოზიცია ვაკანტური და სხვა პოზიცია რ. შ-სთვის მიუღებელი იყო. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა 2000  ლარის ოდენობით და ასევე კომპანიას დაეკისრა იძულებითი განაცდურის გადახდა შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივი შეწყვეტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.