30 სექტემბერს ბათუმში გაგრძელდა ტრენინგი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე და მასში მონაწილეობდნენ ბათუმის, ფოთის და ოზურგეთის იუირიდიული დახმარების ბიუროების სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატები.
ღონისძიება გახსნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და წარადგინა ტრენერები -გელა სიორდია და სულხან კომახიძე. გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის კოორდინატორმა ივანე ჩიტაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნო დონორი ორგანიზაციის მიდგომები საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუციის გაძლერიებისადმი.
ტრენინგის ბოლოს ადვოკატებმა გაიარეს სპეციალური ტესტირება.
ტრენინგი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით.