Top
ონლაინ დახმარება

 

ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო სამართალწარმოების თემაზე ტრენინგი ჩატარდა

2025 წლის 1, 2 და 3 ოქტომბერს, თბილისში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი თემაზე — „ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო სამართალწარმოება“.
ტრენინგი გახსნეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა ლევან ასათიანმა

ტრენინგის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს ექსპერტებმა — ლევან მესხორაძემ და თამარ დეკანოსიძემ, მონაწილეებთან ერთად განიხილეს საერთაშორისო სამართალწარმოების მექანიზმები, პრაქტიკული მაგალითები და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები. 

ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“ ფარგლებში