2 მარტს, რუსთავის მედიათეკაში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე რუსთავის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელმა მარინა ლიპარტელიანმა რუსთავში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს.
დავით სიმონიამ შეკრებილ საზოგადოებას უფასო სამართლებრივ დახმარების მოქმედი სისტემა გააცნო. რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა კი ისაუბრეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ სერვისებზე, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური გასწევს.
შეხვედრის ბოლოს დამსწრე საზოგადოებას სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
