Top
ონლაინ დახმარება

 

აუდიტის სახელმწიფო სამსახურში შეხვედრა ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი  საქართველოს გენერალურ აუდიტორ გიორგი გაბიტაშვილს შეხვდა.  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უწყებრივი  თანამშრომლობის  საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გაზრდილი მანდატის  ფარგლებში მნიშვნელოვანია იურიდიული დახმარების სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვა, საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობა, მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების უკეთ რეალიზაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელება, თანამშრომელთა გადამზადება, სამართლებრივ საკითხებზე  კონსულტაციების ერთიანი მიდგომების და სტანდარტების დანერგვა და სხვა.  

შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე  ლიკა კობალაძე, მოადგილე გელა გელაშვილი და გენერალური აუდიტორის მოადგილეები - გიორგი ბადაშვილი და სოფიო დვალიშვილი.

მხარეები აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.