იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატები 14 ივლისს მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოს ეწვივნენ.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე ესაუბრნენ.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.