18 ივლისს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი-ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ქალაქ წყალტუბოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოინახულეს წყალტუბოში დევნილთათვის აშენებულ ახალ დასახლებაში მცხოვრები დევნილები და მათ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს. ასევე სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს. მოქალაქეებს ძირითადად სოციალური საკითხები, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები და დევნილთათვის კონპენსაციის გაცემის საკითხები აინტერესებდათ.