Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისელი სტუდენტები იურიდიული დახმარების სერვისს გაეცნენ

23 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატმა, სოფიო ყუბანეიშვილმა, საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართეს.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა სტუდენტებს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის სპეციფიკა გააცნო და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრა.

იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების  სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.