Top
ონლაინ დახმარება

 

გორის რაიონის ოთხ სოფელში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

6–7 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს გორი რაიონის ოთხ სოფელში – რეხაში, სვენეთში, ატენსა და ბობნევში

შეხვედრების ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატების ადგილობრივ მოსახლეობას  იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების  სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.