Top
ონლაინ დახმარება

 

ვიზიტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში

14 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს წეროვანში მცხოვრებ დევნილებთან.

საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია ნარკოდანაშაულისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ველურად მზარდი მარიხუანას მოხმარების  რისკებზე.

მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები თემატურ საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების  სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას ემსახურება.