Top
ონლაინ დახმარება

 

ქურდობისთვის მსჯავრდებულ ქალს სასჯელი შეუმსუბუქდა

იურიუდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატი, ფატმარ არზიკიანი, ქურდობაში ბრალდებული ზაირა დ.-ს ინტერესებს იცავდა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აქედან, სასჯელის ერთი ნახევარი მსჯვარდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა მოეხადა, მეორე ნახევარი კი პირობითად ჩაეთვლებოდა.

დაცვის მხარემ პირველი ინსტაციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა. სააპელაციო საჩივარში, ადვოკატმა ფატმან არზიკიანმა სასამართლოს ყურადღებაა გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ ზაიარა დ.-მ გულწრფელად აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ასევე სრულად აანაზღაურა მიეყენებული ზიანი. გასათვალისწინებელი იყო მსჯვარდებულის ეკონომიკური მდგომარეობაც: იგი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას.

საბოლოოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია და ზაირა დ.-სთვის დანიშნული 3 წლიანი სასჯელი მთლიანად პირობითად ჩაუთვალა.