თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ნინო ხეცაძე, მოქალაქის მომართვის საფუძველზე ახორციელებდა ორი შვილის მამის, მოქალაქე ბ. ჩ.-ს ინტერესების დაცვას. ბ. ჩ. თავისი მეუღლისაგან, ლ. ხ.–სგან ითხოვდა განქორწინებას, ალიმენტის გადახდის დაკისრებას და მშობლის წარმომადგნელობითი უფლების შეზღუდვას.
მოპასუხე ლ.ხ. დიდი ხნის განმავლობაში თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას და დოკუმენტების ჩაბარებას იმის მიუხედავად, რომ ადვოკატმა ნინო ხეცაძემ და ბენეფიციარმა ბ.ჩ.–მ არაერთხელ მიმართეს სასამართლოს სხვადასხვა სახის შუამდგომლობებით.
2017 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები, მტკიცებულებები, ადვოკატის პოზიცია და სარჩელი სრულად დააკმაყოფილა: შეწყდა ქორწინება ლ.ხ. და ბ. ჩ.–ს შორის; ორი მცირეწლოვანი შვილების დედას ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდა მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
გარდა ამისა, მოპასუხე ლ.ხ.–ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება მცირეწლოვანი შვილების კუთვნილი სახელმწიფო სოციალური გასაცემლის (პენსიის), სოციალური შემწეობის აღების, განკარგვის და ამ მიზნით ბანკებთან ურთიერთობის წარმართვის ნაწილში.