Top
ონლაინ დახმარება

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა სოციალური დახმარება აღიდგინა

მარტის თვეში სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს სამართლებრივი კონსულტაციისთვის მიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ბ.ჯ.–ს მხარდამჭერად დანიშნულმა დამ დ.დ.–მ. 

გაირკვა, რომ  მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ შშმ პირს, ბ. ჯ.–ს დაუნიშნა დროებითი მხარდამჭერი (აღნიშნულ პირის „მხარდამჭერის მიმღებად“  ცნობა განხორციელდა  ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის თემურ თოლორაიას დახმარებით), ბენეფიციარი ვერ ახერხებდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის“ პენსიის აღებას, რომელიც შეჩერებული ჰქონდა 2018 წლის იანვრიდან. მიზეზად სახელდებოდა ის ფაქტი, რომ  ბ.ჯ.–ს საპენსიო საქმეში არსებულ დოკუმენტაციაში მისი გვარი შეცდომით იყო შეყვანილი.  სოციალური მომსახურების სააგენტო ბენეფიციარს უარს ეუბნებოდა პენსიის აღდგენაზე, სანამ არ მოხდებოდა აღნიშნული უზუსტობის გასწორება სასამართლოს დადგენილებით.
 
სამეგრელოს ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანმა ნინო მინჯიამ  ბ.ჯ.–ს მხარდამჭერს, დ. თ. –ს, გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია, შეუდგინა განცხადება გალი–გულრიფშისა და ოჩამჩირე–ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში განსახილველად – იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.

ივნისის თვეში სასამართლომ ბენეფიციარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. შესაბამისად, შშმ პირს – ბ.ჯ –ს სოციალური პაკეტიც აღუდგება და ივლისიდან ექვსი თვის გაუცემელ პენსიასაც მიიღებს.