Top
ონლაინ დახმარება

 

სასამართლომ ახალგაზრდა მამაკაცი უდანაშაულოდ ცნო

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი დიანა ფირუმიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში სავალდებულო წესით იცავდა თბილისში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცის,  ფსიქიკური ნაკლის მქონე პირის, გ.ლ.-ს ინტერსებს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, შეძენა შენახვა, გადაგზავნა) და 126-ე პრიმა (ოჯახში ძალადობა) მუხლებით. 

სასამართლო პროცესზე საზოგადოებრივმა ადვოკატმა დიანა ფირუმიანმა მოითხოვა გამამართლებელი განაჩენი იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულს გააჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება ან ჩადენილი ჰქონდა ძალადობა ოჯახის წევრების მიმართ. 

საბოლოოდ, მოსამართლემ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და  გ.ლ. წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ ცნო. იგი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა