Top
ონლაინ დახმარება

 

ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი დადებითად გადაწყდა

2018 წლის 31 ოქტომბერს  თავშესაფრის მაძიებელმა პირმა,  ერაყის რესპუბლიკის მოქალაქემ ა.ა.მ.ა.-მ   სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით განცხადებით მომართა  იურიდიული დახმარების თბილისის  ბიუროს.  ბენეფიციარს ადვოკატმა სოფია ჯოლოხავამ ჯერ სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია, შემდეგ კი, შეუდგინა სარჩელი და  მიმართა სასამართლოს. 

აღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა შსს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება  ბენეფიციარისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც თავის მხრივ ეფუძნებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უარს.
 
საზოგადოებრივმა ადვოკატმა სოფია ჯოლოხავამ, ბენეფიციართან შეთანხმებით,  მოითხოვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი მეორე, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მისთვის საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სასამართლომ სრულად გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და მიიღო გადაწყვეტილება  თავშესაფრის მაძიებელი პირის სასარგებლოდ - შსს მიგრაციის დეპარტამენტს დაავალა აღნიშნული ბენეფიციარისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.