Top
ონლაინ დახმარება

 

სადავო სახლის საქმე მორიგებით დასრულდა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს იურიდიული კონსულტაციისა და სამართლებრივი დახმარების მისაღებად მომართა  გადახდისუუნარო პირმა გ.ხ–მ, რომელიც აღნიშნავდა, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც იპოთეკით ჰქონდა დატვირთული, თანხის გადაუხდელობის გამო აუქციონზე გაიყიდა, შემდგომ კიდევ სხვა პირზე გადაიყიდა და ეს უკანასკნელი, რომელიც უძრავი ქონების ოფიციალურ მესაკუთრეს წარმოადგენდა, სასამართლო წესით ითხოვდა  გ. ხ–ს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას.

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა მარინე ბარაქაძემ ბენეფიციარ გ.ხ–ს შეუდგინა შესაგებელი, რომელშიც მიუთითებდა მთელ რიგ დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ საქმეში. თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და მიიღო გადაწყვეტილება გ.ხ–ს გამოსახლებისა და უძრავი ქონების მესაკუთრეზე გადაცემის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ისევ მარინა ბარაქაძის დახმარებით,  გასაჩივრდა ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და შემდეგ, საჭიროებიდან გამომდინარე, უზენაეს სასამართლოში, სადაც დეტალურად იყო ასახული საქმეში არსებული  დარღვევები, ასევე ის გარემოებები რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იყო სრულფასოვნად შესწავლილი და გამოკვლეული არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გ.ხ. საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებასა და საქმის საფუძვლიან გამოკვლევას მოითხოვდა. 

უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 391-ე (კრედიტორის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) მუხლის მე-5 ნაწილით და ჩანიშნა ზეპირი მოსმენა. 2019 წლის 2 აპრილს გამართულ  ზეპირ მოსმენაზე მოწინააღმდეგე მხარემ გ.ხ–სთან მორიგების სურვილი გამოთქვა. საბოლოოდ, მხარეთა შორის მიღწეულ იქნა მორიგება. ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, მოწინააღმდეგე მხარეს ბენეფიციარ გ.ხ–ს სასარგებლოდ  5 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.