Top
ონლაინ დახმარება

 

თაღლითობაში ბრალდებული პირი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ნოდარ იკაშვილი, სავალდებულო დაცვის წესით,  თბილისის საქალაქო სასამართლო იცავდა  თაღლითობაში ბრალდებულ თ.ს.–ს, რომელსაც ემუქრებოდა თავისუფლების აღკევთა ექვსიდან ცხრა წლამდე.    

ბრალდების მხარის ვერსიით, აღნიშნული პირი მოქალაქეებთან იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად, მოტყუებით აფორმებდა სესხის ხელშეკრულებებს და ამ სქემით მართლსაწინააღმდეგოდ და თაღლითურად დაეუფლა, საერთო ჯამში, 60 000 აშშ დოლარამდე თანხას. 

თუმცა სასამართლოში დაკითხული მოწმეთა და დაზარალებულების ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე დაცვის მხარემ დაარწმუნა სასამართლო, რომ თ.ს.-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოქალაქეთა მოტყუებას, ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებით წარმოჩენას, ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას, ან  კიდევ, ადამიანების შეცდომაში შეყვანას რაიმე სხვა ფორმით. შესაბამისად,  სახეზე იყო არა თაღლითობა, არამედ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და თ.ს. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.