Top
ონლაინ დახმარება

 

ქურდობაში ბრალდებული უდანაშაულოდ ცნეს


თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის, ირმა ინასარიძის დახმარებით, გორში მცხოვრები რ.ბ, რომელსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) რამდენიმე ეპიზოდში ჰქონდა წარდგენილი, ორივე ინსტანციის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

თავდაპირველად, წარდგენილ ბრალდებაში რ.ბ. გორის რაიონულმა სასამართლომ 2017 წელს ცნო უდანაშაულოდ, რადგან მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მისი ბრალეულობა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია, გაასაჩივრა და განაჩენში ცვლილების შეტანა მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ 2019 წელს განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება და ბრალდებული რ.ბ. უდანაშაულოდ ცნო.