Top
ონლაინ დახმარება

 

ირანის მოქალაქეს თავშესაფრის მიღების შანსი გაუჩნდა

2019 წლის მარტის თვეში ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ა. ზ.-მ, საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმეში დახმარების მიზნით მომართა იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს, სადაც მისი ინტერესების დამცველად დაინიშდა ადვოკატი გიორგი შერმადინი.

ა.ზ.-მ  განაცხადა, რომ 2009 წლიდან ირანის პოლიტიკური მოძრაობა „მწვანე მოძრაობის“  წევრი იყო და სხვდასხვა ქალაქში დემონსტრაციებზე გამოდიოდა. ერთხელ დააპატიმრეს კიდეც. გათავისუფლების შემდეგ ისევ ჩაერთო ქუჩაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში. ერთ-ერთი აქციის დროს იგი გამოესარჩლა  გოგონას, რომლის წაყვანასაც პოლიცია ცდილობდა. ა.ზ.-მ და მისმა მეგობრებმა გოგონას დახსნა კი მოახერხეს, მაგრამ შემდგომ დაიწყო მათი დევნა და შევიწროება.

ბენეფიციარი იძულებეული გახდა თავი  შეეფარებინა  თურქეთისთვის თუმცა, ასევე თურქეთშიც შეექმნა პრობლემები. ირანში დეპორტაციის შემთხვევაში ა.ზ.-ს სიცოცხლეს და თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ  იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა თურქეთი და ჩამოსულიყო საქართველოში.

ბენეფიციარმა წარმოშობის ქვეყნიდან იძულებით გადაადგილების შედგომ თავშესაფრის მონიჭების თხოვნით, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს. დეპარტამენტის  გადაწყვეტილებით, ა. ზ.-ს უარი ეთქვა საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

ადვოკატმა გიორგი შერმადინმა ბენეფიციარს მოუმზადა სარჩელი, სადაც ითხოვდა  უარის შემცველი აქტის გაბათილებას და მოპასუხის დავალდებულებას - გამოეცა ახალი ინდივიდულური  აქტი, რის საფუძველზეც მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. საზოგადოებრივმა ადვოკატმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში წარმომადგენლობაც გასწია. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ზ.ა.-ს მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილდა:   სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს, საქმის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდინდივიდუალური აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.