Top
ონლაინ დახმარება

 

ზუგდიდის სასამართლომ ადვოკატ ნათია ქვარცხავას სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი/დაზარალებული ქალის საქმეზე სამართალწარმოება წარმატებით დასრულდა. აღნიშნულ საქმეში იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ნათია ქვარცხავა იცავდა ორი არასრულწლოვანი შვილის დედის - ფ.ა.-ს ინტერესებს, რომელსაც გარდაცვლილი მეუღლის მშობლები დიდი ხნის განმავლობაში  ამცირებდნენ  და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ადვოკატმა ნათია ქვარცხავამ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულისთვის მიყენებული მორალური ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით. 

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოძალადეებად ცნობილ ჯ.ზ.-სა და ე.ფ.-ს ბენეფიციარის სასარგებლოდ დაეკისრათ 3 000 ლარის გადახდა.