სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს ადვოკატმა თეა ყაულაშვილმა საქმე მოიგო მისი დაცვის ქვეშ მყოფის - ს.ს.-ს სასარგებლოდ.
საქმე ეხებოდა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დავას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. მოსარჩელე მხარე ს.ს.-ს ედავებოდა ცილისწამებას კონკრეტული პირის მიმართ და მისგან ითხოვდა თითქოსდა გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას.
ადვოკატი თეა ყაულაშვილი შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან საქმის დასრულებამდე ამტკიცებდა, რომ საქმე შეეხებოდა ს.ს.-ს მხრიდან მოსარჩელის მიმართ აზრის გამოხატვას, რაც საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სპეციალური კანონით გარანტირებული უფლებაა და მისი შეზღუდვა დაუშვებელია. დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი სწორედ აზრის თავისუფალი გამოხატვაა და მით უფრო, თუ ამას შემოქმედი ადამიანი აფიქსირებს.
სასამართლომ სრულად გაიზიარა ადვოკატ თეა ყაულაშვილის პოზიცია და საბოლოოდ ს.ს. -ს სასარგებლოდ, მის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ვულოცავთ თეა ყაულაშვილს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.