Top
ონლაინ დახმარება

 

ახალციხის ბიუროს მოგებული საქმე

ახალციხის იურიდიული დახმარების ბიუროს დახმარებისთვის მიმართა სოციალურად დაუცველმა, მარტოხელა პენსიონერმა თ.ბ.-მ, რომელსაც ესაჭიროებოდა თავისი ქონების დაბრუნება.

საქმეში ჩაერთო საზოგადოებრივი ადვოკატი თინათინ დიაკონაშვილი. მან გაარკვია რომ ბენეფიციარმა  რამდენიმე ხნის წინ გააფორმა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ნ.ჯ-სთან  და გადაუფორმა მას საცხოვრებელი სახლი. ამის შემდეგ, ნ.ჯ.-მ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და რჩენის ნაცვლად, თ.ბ. -ს აიძულა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

თინათინ დიაკონაშვილმა ბენეფიციარს მოაგროვებინა საქმისათვის საჭირო მტკიცებულებები და   საქმისწარმოებისას, სარჩელთან ერთად მოითხოვა ყადაღის დადება სადაო უძრავ ქონებაზე - სარჩელის უზრუნველყოფის სახით. 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა დაკმაყოფილდა,  მოპასუხეს აეკრძალა სადავო უძრავი ქონების გასხვისება, ან სხვა ნებისმიერი ფორმით განკარგვა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი იქნა  ყველა დოკუმენტაცია, დაიკითხნენ მოწმეები. შედეგად სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და ბენეფიციარს საკუთრებაში დაუბრუნდა სხვისთვის გადაცემული უძრავი ქონება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება  გასაჩივრდა სააპელაციო წესით, თუმცა   უცვლელად დარჩა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც  თ. ბ.-ს დაუბრუნდა თავის სახლი. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.