2017 წლის 31 ოქტობმერს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ბრალდებულ ა.რ.–ს საქმეს. ბრალდებულის ინტერესებს იცავდა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი იოსებ ნატროშვილი.
ამ საქმესთან დაკავშირებით, 8 თვის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე სასამართლო სხდომა, სადაც გაირკვა, რომ მოქალაქე ა.რ.–ს კონფლიქტი ჰქონდა საკუთარ მამასთან და მას სამართალდამცველებმა ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
მოსამართლემ განიხილა ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ადვოკატმა სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქმეზე არ არსებობდა ბრალდების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა. მოსამართლემ გაიზიარა ადვოკატ იოსებ ნატროშვილის პოზიცია და ა. რ. უდანაშაულოდ ცნო.