Top
ონლაინ დახმარება

 

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტზე პირის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს მიმართა ლაშა შ.–მ, რომლის მიმართაც რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტზე.

ლაშა შ.–ს სახდელის სახით ემუქრებოდა 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა. მის საქმეზე მუშაობა დაევალა იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს უფროსს – ადვოკატ იოსებ ჯამასპიშვილს.

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, იოსებ ჯამასპიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმსა და საექსპერტო დასკვნებში მთელი რიგი დარღვევები და შეუსაბამობები აღმოაჩინა. ადვოკატმა სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ არ დასტურდებოდა ექსპეტიზისთვის აღებული ბიოლოგიური მასალის კუთვნილება ლაშა შ.–სადმი. გარდა ამისა, სამართალდარღვევის გამოვლენა, ადმინისტრაციული ოქმის გამოცემა და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება მოხდა საპროცესო ვადების დარღვევით.

საბოლოოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ადვოკატ იოსებ ჯამასპიშვილის არგუმენტები და ლაშა შ.–ს მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა.