Top
ონლაინ დახმარება

 

მიმდინარეობს ტრენინგი სისხლის სამართლის საკითხებზე

დღეს, 22 ოქტომბერს, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს დისტანციური ტრენინგი თემაზე - „აუცილებელი მოგერიება და აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჩადენილი დანაშაული“. ტრენინგს უძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი.

ტრენინგზე განიხილება აუცილებელი მოგერიება, როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება; აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის წინაპირობები; აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების ფარგლები; ექსცესი და მისი სამართლებრივი რეგულირება; აუცილებელი მოგერიების პროვოკაცია; სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.

ტრენინგში მონაწილეობენ იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატები. ტრენინგი მიმდინარეობს მონაწილეთა აქტიური ჩართულობით. 

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.