Top
ონლაინ დახმარება

 

გრძელდება დისტანციური ტრენინგები სხვასხვა სამართლებრივ საკითხებზე

დღეს, 12 ნოემბერს, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე - „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოყენება“. ტრენინგს უძღვებოდა ადვოკატი ირაკლი ადეიშვილი .

ტრეინინგზე განიხილებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-8 მუხლები. პრეზუმპცია თავისუფლების სასარგებლოდ; პატიმრობის კანონიერება - ფორმალური შესაბამისობა ეროვნულ კანონმდებლობასთან, სამართლებრივი საფუძვლის უწყვეტობის მნიშნელობა; დაკავება და დაპატიმრება, თავისუფლების აღკვეთის არსებობის შემადგენელი ელემენტები; არასრულწლოვანის დაკავება, დაკავება სამედიცინო ან სოციალური მიზნებისათვის, უცხოელთა დაკავება; მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნები; პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები, ჰორიზონტალური ეფექტი, პროცედურული გარანტიები; პირადი იდენტობა და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატებმა და კონსულტანტებმა, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატებმა. ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.