Top
ონლაინ დახმარება

 

ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებმა, სამსახურის დირექტორის მოადგილის, ირაკლი შონიას, ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს ტრეფიკინგის ბრძოლის საკითხებზე ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც 13–16 ნოემბერს, ყვარელში გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო „ევროპული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის“ (ELHRILI) მიერ, თსუ–სა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:  საქართველოში ტრეფიკინგთან ბრძოლის პრაქტიკული ასპექტები, საერთაშორისო სამართლებრივი და ეროვნული მექანიზმები; არარეგულარული მიგრაცია, მისი თანმდევი პროცესები და საფრთხეები; საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა.

შეხვედრის დასასრულს, „ევროპული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის“ დირექტორმა, ლევან ალექსიძემ, გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისათვის, იურიდიული დახმარების სამსახურს მადლობის სიგელი გადასცა.