Top
ონლაინ დახმარება

 

ამერიკელი სტუმარი ზუგდიდის ბიუროს ეწვია

4 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ზუგდიდის ბიუროს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენელი, მმართველი კანონის უზენაესობის საკითხებში ენდრიუ სოლომონი და USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მთავრობის ოფისის კანონის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი რუსუდან ტაბატაძე ესტუმრნენ. 

სტუმრები  გაეცნენ ბიუროს საქმიანობას,  მიიღეს დეტალური  ინფორმაცია  სამართალწარმოების პროცესში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე,  სამსახურის ცნობადობის ამაღლებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.