მიმდინარე წლის 15-16 ივლისს, წყალტუბოში, იურიდიული დახმარების სამსახურისა და “USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის” ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია “ბავშვის ოჯახიდან განცალკევებისა და მისი საუკეთესო ინტერესის შესახებ“. შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები გახლდათ: ბავშვთა განცალკევების ზოგადი კონცეფცია, დაბადების ოჯახში რეინტეგრაციის გეგმა, ბავშვის საუკეთესო ინტერესი, საჭიროებები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონისა და ქუთაისის ბიუროს წარმომადგენლები, მოსამართლეები, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები. ასევე, დისკუსიას ესწრებოდა ამერიკელი მოსამართლე, პეგი უოლკერი, რომელიც 30 წლის განმავლობაში გახლდათ ჯორჯიის შტატის დუგლასის ოლქის არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი მოსამართლე.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისთვის.