Top
ონლაინ დახმარება

 

ჩატარდა ტრენინგი ადვოკატებისა და ფსიქოლოგებისათვის

2025 წლის 13-15 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და ფსიქოლოგ-კონსულტანტებისათვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სამართლებრივი მექანიზმები"

ტრენინგი გახსნეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნინო მელაძემ, და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მენეჯერმა ლიკა სიდამონიძემ.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიურ გავლენებზე ტრენინგს უძღვებოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი,  ფსიქოლოგი ქეთი თავართქილაძე, ხოლო აღნიშნული დანაშაულის იურიდიული ასპექტები მიმოიხილა სამართლის ექსპერტმა, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტმა გოგა ხატიაშვილმა.