17-18 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რიგით მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმს უმასპინძლა. აღნიშნულ ფორუმზე შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა სამართლებრივ სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, მის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, მრავალფეროვანია იურიდიული მომსახურების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ინსტრუმენტები და საშუალებები, რაც წარმატებით არის დანერგილი იურიდიული დახმარების სამსახურში.
დამსწრეთა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა იურიდიული დახმარების სამსახურში საქმეთა განაწილების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ ქართველ და უცხოელ კოლეგებს გააცნო, თუ როგორ იყენებენ იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტები და ადვოკატები ხელოვნურ ინტელექტს უშუალოდ საქმეზე მუშაობისას, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენისას და იურიდიული კონსულტაციის გაწევისას.
სესიაზე, ასევე, მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და სომხეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სიმონ ბაბაიანი.
