Top
ონლაინ დახმარება

 

საღოლაშენში, ბრეთსა და დირბში შეხვედრები ჩატარდა

2025 წლის 18 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის გორის ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურაშვილი და ადვოკატი გერმანე ადუაშვილი იმყოფებოდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საღოლაშენში, ბრეთსა და დირბში, რომელიც ოკუპირებული ზონის მიმდებარე სოფელია.

საღოლაშენის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედაზე ადვოკატებმა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, რომელიც უშუალოდ ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს უკავშირდება. ასევე უპასუხეს მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს.

ბრეთსა და დირბში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ორივე სოფლის მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. შემდეგ კი, მობილური საკონსულტაციო ცენტრის გამოყენებით, ჩატარდა ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციები კონფიდენციალურობის დაცვით. 

ღონისძიება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით.

მობილური საინფორმაციო და საკონსულტაციო კამპანია შიდა ქართლის ზონაში კვლავ გრძელდება. მომდევნო კვირაში ჩვენი სამსახურის "მობილური ოფისი" კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩავა.
 

UNDP Georgia Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი