მიმდინარე წლის 5 მარტს, ქალაქ ფოთის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა.
პარალეგალებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს შემდეგი თემები: ბავშვის უფლებები, ბულინგის სახეები და ბავშვის უფლებათა კოდექსიდან გამომდინარე აქტუალური საკითხები. შეხვედრა წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით.
იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ სკოლის მოსწავლეებს გააცნო სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ჩვენი სერვისები და მიმდინარე პროექტები.
მადლობას ვუხდით USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.