მიმდინარე წლის 5 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ფოთის საქალაქო სასამართლოში.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ - დავით გელაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პროცესზე მხარეებს წარმოადგენდნენ სტუდენტი პარალეგალები იმერეთისა და აჭარის რეგიონიდან, ხოლო ნაფიცი მსაჯულები გახლდათ ქალაქ ფოთში არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით. ასევე, იმიტირებული პროცესის საქმის მასალები იმგვარად იყო შედგენილი, რომ ნაფიც მსაჯულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე აქტუალურ საკითხებზე და შემდგომ გაცნობოდნენ კვალიფიციურ სამართლებრივ შეფასებებს. აღსანიშნავია, რომ განსახილველმა თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია სკოლის მოსწავლეებში.
იმიტირებული პროცესი განხორციელდა პროექტის - "ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი"-ს ფარგლებში.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს მხარდაჭერისთვის.