30 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ბათუმის უკრაინულ სახლს ესტუმრნენ. ინფორმაციის, ანალიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ საქართველოში მყოფ უკრაინელებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნო.
სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს უფროსმა თეონა კვერნაძემ და ადვოკატმა თეა ყაულაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ხანგრძლივად დარჩენის პირობების და ამ მიმართულებით ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. შეხვედრის ბოლოს უკრაინის მოქალაქეებმა ისარგებლეს ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციებით.
ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით. მასში მონაწილეობდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის კოორდინატორი ივანე ჩიტაშვილი.